3 მაისიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმიდან ყაზანის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. აღნიშნულ მარშრუტზე Georgian Airways-ი Embraer 190-ით, კვირაში ორი სიხშირით იფრენს. ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა კი 2.5 საათია.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი ყაზანის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას უკვე ახორციელებს.
26 მაისიდან ყაზანიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას დაიწყებს ასევე რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი. ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს რეისებს.
შესაბამისად ბათუმსა და ყაზანს შორის ფრენები კვირაში 6 სიხშირით განხორციელდება.