3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა. როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში – 13.8%-ით და სამცხე-ჯავახეთში – 8.9%-ით გაიზარდა. 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების კლება მხოლოდ თბილისში და კახეთში დაფიქსირდა, შესაბამისად -2.1% და -0.6%.