29 ივნისიდან ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი თბილისი-მახაჩკალა-თბილისის მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას. ჩარტერული ავიარეისები ყოველ შაბათს განხორციელდება და ბილეთის ღირებულება 119 დოლარიდან (ერთი გზა) იქნება, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 148 დოლარიდან. აღნიშნული ტარიფი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებლებს, 10 კგ ხელბარგს და 20 კგ ბარგს.
ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე ჩარტერული ავიარეისები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ავაგადამზიდავს თბილისი-მახაჩკალის მიმართულებით ჩარტერული რეისები ტურისტულმა კომპანიამ -TRAVELEN GEO დაუკვეთა.