Virgin Australia-ს ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავის ძრავში ბუ იპოვეს. სპეციალისტებმა ფრინველი გაფრენისწინა შემოწმების დროს შენიშნეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავიაკომპანია სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. “ღმერთმა იცის რა მოუვიდოდა ბუს, რომ არა მაღალპროფესიონალი სპეციალისტები”, წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

Virgin Australia-ს ეკიპაჟმა ბუ ძრავიდან ამოიყვანა და ველურ ბუნებაში დააბრუნა.