“უკრფოსტამ” მარკა “Українська мрія”-ს გამოშვება დაანონსა, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მსოფლიოს ყველაზე დიდი სატრანსპორტო ლაინერის An-225 Mriya-ს ხსოვნას მიეძღვნება.
როგორც უკრაინული მედია წერს, „უკრაინული ოცნება“ არის შემდეგი საფოსტო მარკა, რომლის გამოშვებას “უკრფოსტა” გეგმავს. თერთმეტი წლის სოფია კრავჩუკმა, ვოლინის რეგიონიდან, აღნიშნული ილუსტრაცია ომის წინ დახატა კონკურსისთვის “რა არის ჩემთვის უკრაინა?“ “კონკურში მონაწილეობის მისაღებად ზუსტად ასე დაინახა ბავშვმა ჩვენი ქვეყანა – ნათელი და აყვავებული”, აცხადებენ “უკრფოსტაში“.