ავიაკატასტროფა თურქეთში. თვითმფრინავი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ერთძრავიანი სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის მიზეზები ამ დროისთვის დადგენილია. წინასწარ ვერსიას ტექნიკური გაუმართაობა ეწოდება.

თვითმფრინავი ბურსას ერთ-ერთ რაიონში სახლებს შორის ჩამოვარდა, თუმცა საცხოვრებელ კორპუსებს არ დაეჯახა. გზის სავალ ნაწილზე დაცემის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი მთლიანად დაიწვა.