ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი-დასაფრენი ზოლისა და ბაქანის გეგმიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

აეროპორტში ასაფრენი-დასაფრენი ზოლის პერმანენტული მონიტორინგი ხორციელდება და ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება ასაფრენი ზოლის ვარგისობის შენარჩუნება.

მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით ხორციელდება და აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია. სამუშაოებს ბლექ სი გრუპი ახორციელებს.