ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბელორუსის მიმართულებით ფრენებს ანახლებს. როგორც მინსკის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Georgian Airways-ი თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს 25 მარტამდე გაწერილი განრიგის მიხედვით, ფრენები კვირაში 4 სიხშირით, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს შესრულდება. თბილისიდან ფრენა მინსკის მიმართულებით 05:00 საათზე, ხოლო მინსკიდან თბილისის მიმართულებით 10:15 საათზე განხორციელდება.