ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-მა  რუსული საბანკო სისტემა „Mir“-ის გამოყენება დაიწყო. ავიაკომპანიის საიტზე, ბილეთის შეძენისას Georgian Airways-ი მგზავრს არჩევანის საშუალებას აძლევს გადახდა Mastercard-ით, VISA-ს ან Mir-ით მოახდინოს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, ცივილიზებულმა სამყარომ რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. გარკვეული სანქციების აღრულება სებ-საც მოუწია.

როგორც 3 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.