ავიაკომპანია Lufthansa-ს ყველა თანამშრომელი COVID-ვაქცინირებული უნდა იყოს, განაცხადა კომპანიის გამგეობის წევრმა დეტლეფ კაიზერმა.

მისი თქმით, როგორც გლობალური ავიაკომპანია, Lufthansa მხარს უჭერს ეკიპაჟის სავალდებულო ვაქცინაციას.

Lufthansa-ში განმარტავენ, რომ  ჰონგკონგი იყო პირველი საერთაშორისო დანიშნულების ადგილი, რომელმაც აცრები სავალდებულო გახადა პილოტებისთვის და ბორტგამცილებლებისთვის.

ავიაკომპანია ელოდება, რომ კანადა და აშშ-ც მალე შემოიღებენ მსგავს რეგულაციებს. 
სულ ცოტა ხნის წინ, Lufthansa-ს შვილობილი ავიაკომპანია Swiss არავაქცინირებილ საზაფხულო პერსონალს განთავისუფლებით ემუქრებოდა.

გერმანიაში კი სავალდებულო ვაქცინაციაზე დებატები უფრო და უფრო გახშირდა, განსაკუთრებით გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიცაა მედპერსონალი ან სკოლის პერსონალი.