ავიაკომპანია Lufthansa-ს ყველა თანამშრომელი COVID-ვაქცინირებული უნდა იყოს, განაცხადა კომპანიის გამგეობის წევრმა დეტლეფ კაიზერმა.
მისი თქმით, როგორც გლობალური ავიაკომპანია, Lufthansa მხარს უჭერს ეკიპაჟის სავალდებულო ვაქცინაციას.
Lufthansa-ში განმარტავენ, რომ ჰონგკონგი იყო პირველი საერთაშორისო დანიშნულების ადგილი, რომელმაც აცრები სავალდებულო გახადა პილოტებისთვის და ბორტგამცილებლებისთვის.
ავიაკომპანია ელოდება, რომ კანადა და აშშ-ც მალე შემოიღებენ მსგავს რეგულაციებს.
სულ ცოტა ხნის წინ, Lufthansa-ს შვილობილი ავიაკომპანია Swiss არავაქცინირებილ საზაფხულო პერსონალს განთავისუფლებით ემუქრებოდა.
გერმანიაში კი სავალდებულო ვაქცინაციაზე დებატები უფრო და უფრო გახშირდა, განსაკუთრებით გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიცაა მედპერსონალი ან სკოლის პერსონალი.