სამხრეთ ურალის მოსახლეობისთვის საქართველო უფრო ხელმისაწვდომი ხდება – 23 ივნისიდან ავიაკომპანია UVT Aero ჩელიაბინსკიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. ჩელიაბინსკიდან ბათუმის მიმართულებით რეისი ყოველ კვირას, ხოლო ბათუმიდან ჩელიაბინსკის მიმართულებით ყოველ ორშაბათს განხორციელდება.

UVT Aero-ს თვითმფრინავი ჩელიაბინსკის აეროპორტიდან რეისს ადგილობრივი დროით 23:30 საათზე განახორციელებს და ბათუმის აეროპორტში, ადგილობრივი დროით, 02:00 საათზე დაჯდება. რაც შეეხება ჩელიაბინსკის მიმართულებით ფრენას, UVT Aero-ს თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით 03:00 საათზე აფრინდება, ხოლო დანიშნულების პუნქტში, ასევე ადგილობრივი დროით, 07:30 საათზე დაჯდება.

ფრენის ხანგრძლივობა 3.5 საათს შეადგენს.

ჩელიაბინსკი-ბათუმი-ჩელიაბინსკის მიმართულებაზე UVT Aero რეისებს ტურისტული სეზონის დასრულებამდე, 22 სექტემბრამდე განახორციელებს.