23 აპრილს, 15:00 საათზე ონლაინ კონფერენცია “კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები” გაიმართება. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ონლაინ კონფერენციის მიზანია ავიაციის სფეროზე კორონავირუსის ეფექტის ანალიზი,  დარგის სპეციალისტების, სამთავრობო და ბიზნეს საზოგადოების ჩართულობით.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ, როგორც კორონომიკურ გამოწვევებზე, ასევე პოტენციურ შესაძლებელობებზე, როგორც მიმდინარე – კრიზისულ, ასევე – პოსტკრიზისულ პერიოდებში.

ონლაინ კონფერენცია ჩატარდება პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. კონფერენციის ორგანიზატორი და მოდერატორი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი – პროფ. ვახტანგ ჭარაია.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და მონაწილეებს მიესალმებიან ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე.

დღისწესრიგი:

15:10 – 15:30   –   “კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ, გამოწვევები და შესაძლებელობები”;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი – ვლადიმერ პაპავა;

15:30 – 16:10   –   კორონომიკური კრიზისის სირთულეები მმართველობითი პოზიციიდან;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – აკაკი საღირაშვილი;

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი – ლევან კარანაძე;

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი;

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი – თამარ არჩუაძე;

საქაერონავიგაციის დირექტორი – გოჩა მეზვრიშვილი;

16:10 – 16:50   –   კორონომიკური კრიზისის სირთულეები საავიაციო სექტორის პოზიციიდან;

„საქართველოს ავიახაზების“ დირექტორი – რომან ბოკერია

TAV Georgia – TBC;

Myway Airlines დირექტორი – ენდი ლიუ;

GEO SKY-ის დირექტორი – შალვა კიკნაძე;

FL Technicks-ის დირექტორი – მერაბ ჭელიძე;

ლასარე – გიორგი კაკაშვილი; 

16:50 – 17:20   –   კორონომიკური კრიზისის სირთულეები ანალიტიკური და საგანმანათლებლო პოზიციებიდან;

საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი – გიორგი მოლოდინაშვილი;

დარგის ექსპერტი, Aero Georgia Group-ას დამფუძნებელი – იგორ აფციაური;

კონსულტანტია ავიაციის დარგში – თამარ თანდაშვილი;

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის დეკანი – დიმიტრი ლომიძე;

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი – ნიკა თიკანაშვილი;

17:20 – 17:50   –   დისკუსია/მუდმივმოქმედი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა;

17:50 – 18:00   –   კონფერენციის შეჯამება/დასასრული.