22 ნოემბრიდან, გაერთიანებული სამეფო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში (WHOEUL) შემავალ ვაქცინებს აღიარებს.

აქედან გამომდინარე, Sinovac, Sinopharm Beijing და Covaxin ვაქცინები დაემატება გაერთიანებული სამეფოს მიერ დამტკიცებული ვაქცინების სიას ყველა მოგზაურისთვის.

მგზავრებს, რომლებმაც სრულად ჩაიტარეს ვაქცინაციის კურსი და მიიღეს ვაქცინაციის სერტიფიკატი, არ მოეთხოვებათ გამგზავრების წინ და მე-8 დღეს ტესტის ჩატარება ან თვითიზოლაციის გავლა ბრიტანეთში ჩასვლისას. ამის ნაცვლად, მგზავრებმა გაერთიანებულ სამეფოში შესვლისას მხოლოდ მეორე დღეს უნდა ჩაიტარონ ტესტი.

დამატებითი დეტალისთვის გთხოვთ ეწვიეთ: https://www.gov.uk/…/travel-updatenew-guidance-for…

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფო აქამდე Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna ორ დოზას და ასევე Janssen-ის ერთ დროზას აღიარებდა.