შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ასრულებს რეისებს მესაზღვრეების როტაციისათვის, ასევე, მონაწილეობს საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში.

2019 წლის განმავლობაში, სასაზღვრო ავიაციამ მონაწილეობა მიიღო 22 სამაშველო ოპერაციასა და 19 სახანძრო დავალებაში. ადამიანების გადასარჩენად მფრინავებმა 60 საათზე მეტი, ხოლო ხანძრების ჩასაქრობად 125 საათზე მეტი იფრინეს.