ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა გარემოს დაცვის ახალი პროექტი შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც 2050 წლისთვის ევროპის ქვეყნებს დაზიანებული ეკოსისტემების 90%-ის აღდგენა მოუწევთ.
გეგმის მიხედვით, პირველი შედეგები 2030 წლისთვის უნდა იყოს ცნობილი. მიზანია შვიდი წლის განმავლობაში მინიმუმ მესამედის განხორციელება. საჭირო იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწებში, ტყეებში, ქალაქებსა და მდინარეებში მცხოვრები ცხოველებისა და მცენარეებისთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, საჭირო იქნება ხმელეთისა და ზღვების ზედაპირების დაბრუნება პირვანდელ ბუნებრივ მდგომარეობაში (როგორც თავად სახელმწიფოები გადაწყვეტენ).
პროექტის განხორციელება დაიწყება მაშინ, როცა ორივე საკანონმდებლო ორგანო – ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი – ოფიციალურად მოაწერენ ხელს შეთანხმებას.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ეკოსისტემების 80%-ზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.