2050 წლისთვის ავიაციაში СО2-ის ნულოვანი ემისიის მიღწევა ევროპას 820 მილიარდი ევრო (894 მილიარდი დოლარი) დაუჯდება, რაც შეიძლება იყოს არამდგრადი თანხა ავიაკომპანიებისა და აეროპორტების ბიუჯეტებისთვის.
ამის შესახებ საუბარია ნიდერლანდების სამეფო აერონავტიკის ცენტრის (NLR) და ანალიტიკური ცენტრის SEO Amsterdam Economics-ის მიერ შედგენილ ანგარიშში – Destination 2050
ანგარიშის თანახმად, ავიაკომპანიების მოგება მაღალი კონკურენციისა და ბოლოდროინდელი კრიზისების გამო მცირდება. გეგმა მოითხოვს ასევე ფინანსურ მხარდაჭერას ევროპის მთავრობებისგან.
ამავდროულად, ყველაზე დიდი ხარჯი – 441 მილიარდი ევრო (480,7 მილიარდი დოლარი) – იქნება ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შეძენა, რომელიც ცხოველური ცხიმიდან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მზადდება. მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის მისი წილი საჰაერო მოგზაურობაში 6%-დან 83%-მდე გაიზრდება, რითაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა 70%-ით შემცირდება.
ასევე 2035 წლისთვის ვიწრო ტანის წყალბადით მომუშავე თვითმფრინავები გამოჩნდებიან შიდაევროპულ ფრენებზე, რაც 60%-ით შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას თანამედროვე ავიაკომპანიებთან შედარებით.