გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ სამგზავრო თვითმფრინავს Airbus A380-ს 3-წლიანი პაუზის შემდეგ რეისებზე აბრუნებს.

ავიაკომპანია გიგანტურ თვითმფრინავს 1 ივნისს მიუნხენ-ბოსტონის მიმართულებაზე განათავსებს. 4 ივლისს – შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს – A380 ასევე გამოჩნდება მიუნხენი-ნიუ-იორკის ხაზზე.

პირველი A380 უკვე ჩამოვიდა მიუნხენში მის ბაზაზე. ეს არის D-AIMK რეგისტრირებული თვითმფრინავი, რომელიც გამოშვებულია 2014 წელს.

საცავიდან დაბრუნება

Lufthansa COVID-პანდემიის დაწყებამდე 14 ერთეული A380-ით ოპერირებდა. საკარანტინო ზომების გამო, როგორც ცნობილია მგზავრთნაკადი საგრძნობლად შემცირდა და 500 ადგილიანი გიგანტური თვითმფრინავების საჭიროება გაქრა.

2020 წლის გაზაფხულზე გერმანულმა ავიაკომპანიამ ყველა თავისი A380 გაგზავნა ევროპის სპეციალიზებულ აეროდრომებზე შესანახად. აქ მათ ასველებდნენ და რეგულარულად ემსახურებოდნენ.

2022 წელს საავიაციო ინდუსტრიამ სწრაფად აღდგენა დაიწყო, ამ ფონზე Lufthansa-მ კი გადაწყვიტა 2023 წლის ბოლოსთვის მარშრუტებზე ოთხი გიგანტური თვითმფრინავი დააბრუნოს.

ისინი საშუალებას მისცემს ავიაგადამზიდავს გაყიდოს მეტი ბილეთი ყველაზე პოპულარულ მარშრუტებზე. A380 იქნება ასევე როგორც ახალი თვითმფრინავების შემცვლელი, რომელთა მიწოდებაც რიგი მიზეზების გამო დაგვიანდა.

ულტრა დიდი ზომის თვითმფრინავების საცავიდან დაბრუნების პროცედურა არ არის სწრაფი. იანვარში Lufthansa-მ პირველი A380 სადგომიდან გამოიყვანს და თავის ტექნიკურ ბაზაზე მანილაში გაგზავნა. 12 მარტს კი ის დაბრუნდა ფრანკფურტში, ხოლო 12 აპრილს – მიუნხენში მდებარე ბაზაზე.

მფრინავი სასახლე
Airbus A380 არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი და სამართლიანად უწოდებენ „მფრინავ სასახლეებს“.

Lufthansa ოპერირებს ამ თვითმფრინავების 509 ადგილიანი განლაგებით. სალონში არის 8 პირველი კლასის ადგილი, 78 ბიზნეს კლასის ადგილი, 52 პრემიუმ ეკონომ კლასის ადგილი და 371 ეკონომ კლასის ადგილი.

A380 მსოფლიოში ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც აქვს ორი სრული სამგზავრო გემბანი. Lufthansa-ში ეკონომ კლასის მგზავრები განთავსებულნი არიან თვითმფრინავის პირველ სართულზე, პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრები კი მეორე სართულზე.