AirlineRatings-მა World’s Best Airlines-ი გამოაქვეყნა – 2025 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების სია. კომპანიამ არსებული გამოხმაურების საფუძველზე მგზავრების კომფორტის დონე შეისწავლა და შესაბამისი რეიტინგიც დადო.

რეიტინგში წარმოდგენილია საუკეთესოთაგან საუკეთესოები სამი ფასების კატეგორიაში: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, საშუალო დონის ავიახაზები და სრული სერვისის ავიახაზები.

ყველაზე კომფორტულ ავიაკომპანიად წელს Korean Air დასახელდა. რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ გადამზიდავი კვლავ ინარჩუნებს დიდ მანძილს თვითმფრინავების სავარძლების რიგებს შორის. გარდა ამისა, გრძელვადიანი ფრენების დროს Korean Air მგზავრებს სთავაზობს საკვების დიდ ულუფებს, ჩუსტებს და სხვა დამატებით კომფორტს. ავიაკომპანიამ დაასრულა ინოვაციური შერწყმა Asiana Airlines-თან და დიდი ინვესტიცია მოახდინა თანამედროვე, საწვავის ეფექტურ თვითმფრინავებში.

VARA-ს (Virgin Australia Regional Airlines) და airBaltic-ს მიენიჭა საუკეთესო რეგიონალური ავიაკომპანიის ჯილდოები საიმედოობისა და ზოგადად მგზავრთა მომსახურების მაღალი დონის გამოჩენილი მიღწევებისთვის.

კომფორტის დონის მიხედვით საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი იყო ვიეტნამური ავიაკომპანია VietJet. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფრენების დაბალი ღირებულების მიუხედავად, მომსახურების ხარისხი რჩება მაღალი.

2025 წლის 25 საუკეთესო ავიაკომპანიის რეიტინგი:

  1. Korean Air
  2. Qatar
  3. Air New Zealand
  4. Cathay Pacific
  5. Singapore Airlines
  6. Emirates
  7. Japan Airlines
  8. Qantas
  9. Etihad
  10. Turkish Airlines
  11. EVA Air
  12. Fiji Airways
  13. Virgin Atlantic
  14. ANA
  15. Aero Mexico
  16. Air Caraibes
  17. Thai Airways
  18. STARLUX Airlines
  19. Vietnam Airlines
  20. Sri Lankan Airlines
  21. Air France
  22. KLM (note the airline are trialling a Hybrid model on some routes)
  23. Air Calin
  24. Air Mauritius
  25. Garuda Indonesia

2025 წლის 20 საუკეთესო ჰიბრიდული ავიაკომპანია:

  1. Jetblue
  2. Westjet
  3. Virgin Australia
  4. Delta Airlines
  5. United
  6. American Airlines
  7. Lufthansa
  8. Air Canada
  9. LOT Polish Airlines (this is under change and may soon be full service)
  10. TAP Portugal
  11. Alaska Airlines
  12. SWISS
  13. Avianca
  14. Iberia
  15. British Airways
  16. Finnair
  17. Austrian Airlines
  18. Hawaiian
  19. ITA
  20. SAS

2025 წლის  20 საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია:

  1. AirAsia
  2. Jetstar
  3. AirBaltic
  4. HK Express
  5. Easyjet
  6. FlyDubai
  7. Ryanair
  8. Scoot
  9. Breeze
  10. Southwest
  11. SKY Airline
  12. FlyNas
  13. TUI
  14. Norwegian
  15. Indi GO
  16. Air Arabia
  17. Volaris
  18. Jet2
  19. Wizz
  20. Vueling