2024 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრს 17 თვითმფრინავი დაემატა. რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს დროშის ქვეშ 71 თვითმფრინავი ოპერირებს, საიდანაც 45 თვითმფრინავის ექსპლუატანტი ქართული კომპანიაა, ხოლო 26 ქართული კომპანიის ან საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაშია.

2024 წელს საჰაერო ხომალდი საკუთრებაში დაიმატეს საავიაციო უნივერსიტეტმა, სულ 3 საფრენი საშუალება (Tecnam P2002 P-Mentor, P2008JC, P2008JC), ასევე Sky Way Aviation Limited-მა (EMB-135BJ) და ფიზიკურმა პირებმა გელა მღებრიშვილი, ირაკლი კაპანაძე, გიორგი ბასილაძე – ეს ადამიანები რეესტრში Aeroprakt A-22LS-ის მფლობელებად არიან რეგისტრირებულები.

რაც შეეხება ექსპლუატანტს, 2024 წელს ამ მიმართულებით რეესტრს 12 თვითმფრინავი შეემატა. ირკვევა, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი თვითმფრინავი Georgian Airways-მა დაიმატა, სულ საუბარია 4 თვითმფრინავზე.

მატება იყო ასევე  GeoSky-ს ავიაპარკშიც, რომელმაც 2024 წელს დამატებით 3 ხომალდი დაირეგისტრირა, იურიდიული ფორმით ექსპლუატანტი.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის ბოლო განახლება 1-ელი თებერვლით თარიღდება.’