2023 წლის 25-30 აპრილს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ სტამბოლში, რომელიც კონგრესის ტურიზმის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს, გაიმართება საგუნდო მუსიკის მსოფლიო სიმპოზიუმი (WSCM), სადაც საერთაშორისო დონის მომხსენებლები მიიღებენ მონაწილეობას. იგი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFCM) მიერ ჩატარდება.
სიმპოზიუმის თემაა Changing Horizons და იგი მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან საგუნდო მუსიკის წარმოდგენას, სადაც ერთიანდება სხვადასხვა კულტურა და ცივილიზაცია. სიმპოზიუმი მრავალფეროვანი მუსიკის ჟანრს მოიცავს და იგი წარმოადგენს მრავალი ქვეყნის ტრადიციას.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლს კონგრესის ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება ბეიოღლუს ისტორიულ ადგილებში, სადაც 28 სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის საერთაშორისო დონის 50-ზე მეტი მომხსენებელი და 1000-ზე მეტი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.
დაუვიწყარი კონცერტები სტამბოლის ისტორიულ ადგილებში
სიმპოზიუმის პროგრამა მოიცავს კონცერტებს, გამოფენებს, ვორქშოფებსა და სხვადასხვა აქტივობას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თურქეთის მომღერალთა 30-ზე მეტი გუნდი, უცხოეთიდან კი, მოწვეული 11 გუნდი. ისინი ყოველ საღამოს პერფორმანსით გამოვლენ ბეიოღლუს ისტორიულ-კულტურულ ადგილებში, როგორიცაა მაგალითად, “გრანდ პერას” შენობა და სხვ.
საგუნდო მუსიკის მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში სტამბოლში, ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს გრემის მფლობელ მომღერალთა გუნდს ესტონეთიდან, მადრიგალის მომღერლებს ინდონეზიიდან, ვანკუვერის ახალგაზრდულ ჯგუფს კანადიდან, ასევე მომღერალთა ეროვნულ გუნდებს ლიბანიდან, აშშ – ჯორჯიას შტატიდან, გაბონიდან, ესპანეთიდან, პუერტო-რიკოდან, შვედეთიდან, ტაივანიდან და ადგილობრივი თურქეთიდან.
საგუნდო მუსიკის მსოფლიო სიმპოზიუმის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://wscmistanbul2023.com