არსებული პროგნოზის თანახმად, საჰაერო ტვირთების მოცულობა, ისევე როგორც შემოსავალი და მოგება ამ სეგმენტში, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით კლებას გააგრძელებს.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ანალიტიკის დირექტორმა ენდრიუ მატერსმა თქვა, რომ 2023 წელს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 57,7 მილიონი ტონა იქნება რაც 4,3%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის მაჩვენებლები – 60,3 მილიონი ტონა. წლევანდელი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8,1%-ით ნაკლებია.
„რთული ეკონომიკური გარემო გავლენას ახდენს როგორც ზრდის დინამიკაზე, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაზე“, – თქვა მატერსმა. მოსალოდნელია შემოსავლების 22%-იანი კლება კოვიდამდელ დონეებზე დატვირთვის ფაქტორების დაბრუნების შედეგად. 2020 წლიდან ეს მაჩვენებელი გაიზარდა: 2020 წელს 50%-ით, 2021 წელს 24%-ით და მიმდინარე წელს 7%-ით. შემოსავლის ეს დონე დიდხანს ვერ შენარჩუნდება. ”22%-იანი კლება ძალიან დრამატულად გამოიყურება, მაგრამ ეს გასაგებია წინა წლებში მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით,” – ამბობს ის.