2022 წლის განმავლობაში უკრაინული “ლოუქოსტერი” Bees Airline საკუთარი ავიაფლოტის გაორმაგებას გეგმავს. ავიაკომპანია დღეისათვის 4 საჰაერო ხომალდს ფლობს, 2022 წლის გეგმა კი 8 საჰაერო ხომალდის ყოლაა. Bees Airline-ს გეგმის მიხედვით, ზაფხულის განმავლობაში ავიაკომპანია 2 თვითმფრინავს, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 2 თვითმფრინავს მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ანუ მეოთხე საჰაერო ხომალდი 2021 წლის მაისში მიიღო. Bees Airline-ს ავიაფლოტის ყველა ხომალდი Boeing 737-800-ია.