2022 წლის თებერვალში  2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 27%-ით გაიზარდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 856,976 ტონა შეადგინა, 2021 წლის თებერვალში კი 1 459,117 ტონა.

შესაბამისად ზრდა 27,27%-ია.

თებერვალში  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით ზრდა 0,31%-ა. 2019 წლის თებერვალში აეროპორტი 1 851,154 ტონა ტვირთს მოემსახურა.

2020 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 1 604,516 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის თებერვალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 15,73%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.