2022 წლის თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცის 43,79%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ,თებერვლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 6 119-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 38,25%-ით მეტია 2021 წლის თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 45,53%-ით ნაკლები 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 10 886 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 11 233 გადაფრენა. პანდემიამდე არსებულ (2019 წლის თებერვალში) პერიოდში კი სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის 10 886-ჯერ გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა.