2022 წელს ტურიზმის წვლილმა გლობალურ ეკონომიკაში შესაძლოა 8,6 ტრილიონ დოლარი მიაღწიოს, რაც მხოლოდ 6,4%-ით ნაკლებია ვიდრე პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით. 2019 წელს ინდუსტრიამ გლობალურ ეკონომიკას თითქმის 9,2 ტრილიონი დოლარი მოუტანა. 2020 წელს, პანდემიის გამო კი 49,1%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, რის შედეგადაც შემოსავლებმა მხოლოდ 4,5 ტრილიონი დოლარი იყო შეადგინა.
“ინდუსტრია პანდემიამდელ დონემდე აღდგება, თუ ვაქცინაცია და ბუსტერი სწრაფი ტემპით გაგრძელდება და მთელ მსოფლიოში მოგზაურობის შეზღუდვები შემსუბუქდება“, – ნათქვამია მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს (WTTC) კვლევაში.
ტურიზმის სექტორს წელს შეუძლია 58 მილიონამდე სამუშაო ადგილი უზრუნველყოს, რაც პროფესიონალთა რაოდენობას 330 მილიონ ადამიანამდე გაზრდის, რაც მხოლოდ პროცენტით დაბალია პანდემიამდელ დონეზე და 21,5%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიამ უზარმაზარი ზარალი განიცადა. ის 2022 წელს აღდგება თუ მთავრობები სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას გააგრძელებენ“, – თქვა ჯულია სიმპსონმა, WTTC-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
WTTC მოუწოდებს სრულად ვაქცინირებულ მოგზაურებს მიეცეთ საშუალება თავისუფლად იმოგზაურონ ტესტირების საჭიროების გარეშე, მოხსნან მრავალი შეზღუდვა და დანერგონ ციფრული გადაწყვეტილებები, რომლებიც უკონტაქტო მოგზაურობის საშუალებას იძლევა.