2022 წელს 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 2,18%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 974,852 ტონა შეადგინა, 2021 წლის განმავლობაში კი 18 376,172ტონა.
შესაბამისად კლება 2,18%-ია.
2022 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის განმავლობაში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 27,52%-ია. 2019 წელს აეროპორტი 24 800,741 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 20 052,940 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 10,36%-იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.