2021 წლის მონაცემებით ევროპის ყველაზე დიდი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი გახდა. EUROCONTROL-ის მონაცემებით, Ryanair-ი 2021 წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 1,321 რეისს ახორციელებდა, რაც 43%-ით ნაკლებია კრიზისამდელ, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.
2019 წელს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დღეში 2323 რეისს ახორციელებდა.
რეიტინგში მეორე ადგილი Turkish Airlines-მა დაიკავა დღეში 938 რეისით და ფრენების რაოდენობის 30%-ით შემცირებით.
პირველ სამეულს ხურავს Air France, დღეში 648 რეისით, რაც 46%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.
TOP-10 ლიდერი ავიაკომპანია დღის განმავლობაში შესრულებული რეისებით:
Ryanair: 1 321 (-43%)
Turkish Airlines: 938 (-30%)
Air France: 648 (-46%)
Lufthansa: 617 (-59%)
easyJet: 607 (-64%)
KLM: 502 (-41%)
Wizz Air: 391 (-34%)
Pegasus Airlines: 367 (-22%)
SAS Scandinavian Airlines: 318 (-61%)
Vueling: 306 (-49%).