2021 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალის მქონე რეგიონი ევროპა იქნება, სადაც ზარალის მაჩვენებელი 11,9 მლრდ დოლარი იქნება. აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციაში (IATA) კეთდება.
IATA-ს უახლესი ეკონომიკური კვლევები აჩვენებს, რომ ავიაკომპანიების ზარალით (-11.9 მლრდ დოლარი) და EBIT მარჟით (-9.5%) 2021 წელს მსოფლიოში პირველ ადგილზე ევროპა იქნება.
ევროპულ ავიაკომპანიებს მგზავრთნაკადი წელს საშუალოდ 70%-ით შეუმცირდათ. არსებული პროგნოზით, მომავალ წელს სამგზავრო მიმოსვლის ზრდა სუსტი იქნება და მგზავრთნაკადის კლება საშუალოდ 47,5%-ით განისაზღვრება.