2021 წელს 2020 წელთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 8,36%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი 25,90%-ით.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 18 376,172 ტონა შეადგინა, 2020 წლის განმავლობაში კი 20052,94 ტონა.
შესაბამისად საანგარიშო პერიოდი ტვირთბრუნვა მხოლოდ 8,36%-ითაა შემცირებული
2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წელთან შედარებით გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 25,90%-ითაა შემცირებული. 2019 წელს აეროპორტმა 24800,741 ტონა ტვირთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.