2021 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის 38,06%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში. 

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 87314-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 30,74%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 38,06%-ით ნაკლები 2019 წლის მონაცემებთან.

2019 წლის 12 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 140972 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის 12 თვეში კი 66782 გადაფრენა.