მთავარი 2020 ივნისი 2

ყოველდღიური არქივი: 02/06/2020

საქართველოს აქვს პოტენციალი პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად იქცეს – მარიამ...

საერთაშორისო პრესა საქართველოს პოსტ-კოვიდურ სამყაროში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარებს. უცხოური მედია საქართველოს ხელისუფლების მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს იწონებს.  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარება ი წარმატებული მუშაობის შედეგია, რომელიც ქვეყანამ COVID-19-თან ბრძოლაში გასწია. სამომავლოდ უსაფრთხო და კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტურისტები სამოგზაუროდ სწორედ საქართველოს აირჩევენ.  “საქართველომ ძალიან მოკლე პერიოდში ნახა საერთაშორისო უმაღლესი შეფასება და აღიარება, რომელიც გამოისახება ისეთი გამოცემების აღიარებით როგორებიც არის "ფორბსი", "ვაშინგტონ პოსტი", "კონდენასტ თრეველი" და სხვა. აღსანიშნავია ალბათ მათ შორის "ფორბსის" გამოცემა, რომელმაც საქართველო დაასახელა 7 ქვეყანას შორის, როგორც ტურისტულად ამომავალი ვარსკვლავი და ქვეყანა რომელიც გახდება ტურისტულ რუკაზე ყველაზე მიმზიდველი საერთაშორისო მოგზაურობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი აღიარება და კიდევ ერთხელ აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის რაც საქართველოს მთავრობამ გასწია COVID-19-თან ბრძოლაში და ეს ჩვენს ქვეყანას უკეთებს ისეთ პოზიციონირებას, რომელიც იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მომავალი ტურისტისთვის უსაფრთხოება და უსაფრთხო გარემო. ანუ COVID-19-გან თავისუფალი ზონა იქნება პირველი პრიორიტეტი, როდესაც ადამიანები გადაწყვეტენ, რომ აარჩიონ სამოგზაურო მიმართულება. ნებისმიერი დადებითი შეფასება რომელსაც საქართველო მოიპოვებს მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში ქვეყანაში ტურიზმისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს აქვს პოტენციალი პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად იქცეს“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მივიღოთ როგორც საერთაშორისო მოგზაურები, ასევე საქართველოს...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული სამგზავრო რეისებისთვის ემზადება. ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი...

ყველა საერთაშორისო სტანდარტი და რეგულაცია, რომელიც აეროპორტების მიმართ დღეისათვის არსებობს, გავითვალისწინეთ...

TAV Georgia-ს ოპერირებაში მყოფი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები  მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ამბობს,...

თბილისისა და ბათუმის აეროპორტები მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო. ...

როგორ ზრუნავენ მგზავრთა ჯანმრთელობაზე აეროპორტ “სტამბოლში”?

გაინტერესებთ, COVID-19-ის პირობებში, როგორი რეგულაციები მოქმედებს აეროპორტ "სტამბოლში"? https://www.youtube.com/watch?v=huIEcYZntwg

COVID-19-ის ფონზე, რა სიახლეს სთავაზობს Turkish Airlines-ი ბორტზე მგზავრებს?

თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა შიდა რეგულარული ფრენები განაახლა. COVID-19-ის ფონზე ავიაკომპანია ცდილობს მაქსიმალურად იზრუნოს მგზავრთა ჯანმრთელობაზე და ამ მიზნით თვითმფრინავის ბორტზე ჰიგიენური...

ანკარას აეროპორტში, ჩიტებმა თვითმფრინავის ტრაპზე ბუდე გაიკეთეს და ბარტყებსაც ელოდებიან (ფოტოები)

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ანკარას ესენბორგის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ფრენები შეჩერებული იყო და თვითმფრინავებთან ერთად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობას იძულებით ისვენებდა, თვითმფრინავის ტრაპზე...

ბოლოს დამატებული