უკრაინული ავიაკომპანიის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 2020 წლის ბოლომდე კიდევ 2 საჰაერო ხომალდით შეივსება. როგორც SkyUp Airlines-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი სეროხოვი განმარტავს, კომპანის ფლოტის განვითარებას განაგრძობს, რომელიც ძირითადად Boeing 737 NG-ის ტიპის საჰაერო ხომალდებისგან შედგება.
“მეთორმეტე თვითმფრინავის მიღება ჩვენ მაის-ივნისშიც შეგვეძლო, თუმცა პროცესი შეგნებულად გადადეთ. რა აზრი აქვს თვითმფრინავის მიღებას, თუ ის მიწაზე იდგება და ჩვენ ხარჯები გაგვეზრდება? ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სალიზინგო კომპანიასთან მოგველაპარაკებინა. ჩვენ ასევე გაფორმებული გაქვს კონტრაქტი სხვა ახალ თვითმფრინავებზე პირველი შენატანის გაკეთების გადავადებაზე. მიმდინარე წელს ველოდებით მინიმუმ 1 თვითმფრინავის შემომატებას, ხოლო შემდეგ წელს რამდეინიმესი”, განმარტა SkyUp Airlines-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
შესაბამისად, 2020 წლის ბოლომდე SkyUp Airlines-ის ავიაპარკში 13 თვითმფრინავს გააერთიანებს, საიდანაც 11 ერთეული Boeing 737 NG-ა, ხოლო 2 – Boeing 737-900 ER.