2020 წლიდან ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც აეროპორტის დირექტორმა პაველ რიაბიკინმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ამ დროისათვის აეროპორტს სარეზერვო ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი გააჩნია, თუმცა 2020 წლისთვის მეორე ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია გარდაუვალი იქნება. პროცესი სავარაუდოდ 3-5 წელს გასტანს და პროექტის რეალიზებისთვის დაახლოებით 300 მლნ დოლარი იქნება საჭირო. როგორც რიბიკინი აცხადებს, თუ კი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლისთვის არ დაიწყება, მაშინ მაშინ პროცესები ძალიან დაგვიანდება.
აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდის შენარჩუნების ფონზე, 2025 წლისთვის არსებული ბილიკი კრიტიკულ დატვირთვას ვეღარ გაუძლებს.