საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) საჰაერო ტვირთების გლობალური ბაზრების შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საჰაერო ტვირთების ნაკადი 10.6%-ით შემცირდა.
ასოციაციის ინფორმაციით, ეს იყო მოთხოვნის ყველაზე დიდი წლიური შემცირება მას შემდეგ, რაც IATA-მ სატვირთო მიმოსვლის მონიტორინგი დაიწყო, ანუ1990 წლიდან. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების მოცულობა 11.8%-ით შემცირდა.
გლობალური გამტარუნარიანობა, სატვირთო კილო-მეტრებში იზომება, რაც 2020 წელს 23.3%-ით შემცირდა (-24.1%-ით საერთაშორისო გადაზიდვებში).
IATA-ს მონაცემებით, საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში – 21,3%-ი, ევროპაში კლებამ 16%-ი შეადგინა, ხოლო აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კი 15,2%-ი. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, საჰაერო ტვირთების ნაკადი 2020 წელს 9,5%-ით შემცირდა. აფრიკაში კი 1%-ით გაიზარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ზრდამ 1,1% შეადგინა. .
”საჰაერო გადაზიდვები კრიზისს უფრო მარტივად გადალახავს, ვიდრე სამგზავრო გადაზიდვების ბიზნესი. მრავალი ავიაკომპანიისთვის, გადაზიდვები, მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო ავიაფლოტის უმეტესი ნაწილ გაჩერებულია, მოთხოვნის დაკმაყოფილება სიმძლავრის გათვალისწინების გარეშე კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
და რადგანაც COVID-19-ის ახალი მუტაციების ფონზე ქვეყნები მოგზაურობის და საზღვრის კვეთის შეზღუდვებს ამკაცრებენ, ძნელია იმის დანახვა, რომ სამგზავრო გადაზიდვები გაიზარდა ან საჰაერო ტვირთების ტევადობა შემცირდება. 2021 წელი კიდევ ერთი რთული წელი იქნება ”, – განაცხადა IATA- ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჯუნიაკმა.