2020 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 56,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.
2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5%-ი (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8%-ი (8,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 3,9%-ი (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან; 1,8%-ი (1,0 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან.