COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიო ავიაცია 2020 წელს რეკორდულ ზარალშია. IATA-ს გათვლებით, 2020 წელს დარგის ზარალი 84.3 მლრდ დოლარი იქნება.

“ფინანსური ურთიერთობები 2020 წელს ავიაციის ისტორიაში ყველაზე რთული იქნება. ყოველდღიურად ავიაციის სფერო საშუალოდ 230 მლნ ზარალს ნახულობს, ხოლო მთლიანობაში ზარალი 84.3 მლრდ დოლარი იქნება”, განაცხადა IATA-ს დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.

მისი გათვლებით, 2021 წლისთვის მსოფლიო ავიაციას 12.8 მლრდ დოლარიანი ზარალი ელოდება.