2019 წლისთვის მსოფლიო ავიაციის წმინდა მოგებამ შესაძლოა 35.5 მლრდ დოლარი შეადგინოს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) აკეთებენ.
2019 წლის პროგნოზით მგზავრების რაოდენობა 4.59 მლრდ-მდე გაიზრდება, მაშინ როდესაც 2018 წლის პროგნოზი 4.34 მლრდ მგზავრია. IATA-ში ფიქრობენ, რომ 2019 წლისთვის ერთ მგზავრზე წმინდა მოგება 7.45 დოლარიდან 7.75 დოლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ IATA-ს მსოფლიოს მასშტაბით 290 ავიაკომპანიას აერთიანებს.