Pobeda Airlines-ი ლიზინგით 20 ერთეულ Boeing 737-ს დაიმატებს. Aeroflot-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, Pobeda Airlines-ის ავიაპარკი გაიზრდება და „ლოუკოსტერი“ 20 ერთეულ Boeing 737 MAX8-ს დაიმატებს.

უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, ავიაკომპანია 5 ერთეულ Boeing 737 MAX8-ს კომპანია GECAS-გან აიღებს იჯარით, ხოლო 15 თვითმფრინავს SMBC Aviation Capital Limited-გან.

Pobeda Airlines-ი GECAS-გან თვითმფრინავებს  2019 წლის 1-ელ ნოემბრიდან 2020 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში მიღებს, ხოლო SMBC Aviation Capital Limited-გან 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში.