ოქტომბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 50%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდელ არსებულ პერიოდში. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 7 513-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 88,72%-ით მეტია 2020 წლის ოქტომბერის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 50,34%-ით ნაკლები 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებთან.
2019 წლის ოქტომბერში საქართველოს საჰაერო სივრცეში 15 130 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ოქტომბერში კი 3 981 გადაფრენა.