2019 წელს საქართველოს აეროპორტებში ყველაზე მეტი ავიარეისი ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა განახორციელა. როგორც AviaNews-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, 2019 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში განხორციელებული მოფრენა/გაფრენის მიხედვით არსებული მაჩვენებლებით ავიაკომპანია Georgian Airways-ი ლიდერობს. სააგენტოს მონაცემებით, „ლიდერთა“ რეიტინგში მეორე ადგილზეა Wizz Air-ი, ხოლო მესამეზე – Turkish Airlines-ი.

  1. Georgian Airways – 3 307 რეისი;
  2. Wizz Air – 2 564 რეისი;
  3. Turkish Airlines – 2 215 რეისი
  4. Qatar Airways – 862 რეისი;
  5. Azerbaijan Airlines/Buta Airways – 795 რეისი.