2019 წლის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე პოპულარული მიმართულება ვარშავა იყო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” განმარტავენ, 2019 წლის მაჩვენებლებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველაზე მეტი მგზავრი ვარშავას მიმართულებით გაატარა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისსა და ვარშავას შორის ავიარესებით 54722 მგზავრმა ისარგებლა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე პოპულარული მიმართულებების TOP-5-ში მეორე ადგილზეა ვენა. აღნიშნული მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 52319 მგზავრი გაატარა.

TOP-5 მიმართულებაში მოხვდა ასევე ბერლინი (50804 მგზავრი), დორტმუნდი (42339) და კატოვიცე (42081).

ქვეყნების ჭრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოპულარული მიმართულებებია პოლონეთი, გერმანია და საბერძნეთი.

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მიმართულებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ი ემსახურება, რომელიც 2019 წელსაც საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.

მაშ ასე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე პოპულარული მიმართულებების ათეული (2019 წლის მონაცემებით) ასეთია:

1.       ვარშავა

2.       ვენა

3.       ბერლინი

4.       დორტმუნდი

5.       კატოვიცე

6.       ვილნიუსი

7.       ბუდაპეშტი

8.       მილანი

9.       პარიზი

10.   ბარსელონა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 873,907 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42% მეტია. (2018 წელი – 617,342).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის დეკემბერში 45% გაიზარდა და 82,551 მგზავრი შეადგინა (2018 წლის დეკემბერი 57,088 მგზავრი).