2019 წელს მსოფლიოს ავიაგადაზიდვების ზრდამ 4.2%-ი შეადგინა. 2018 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 7.3%-ის დონეზე იყო, – განმარტავენ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA)
IATA-ში აცხადებენ, რომ 2019 წელს, გრძელვადიანი ზრდის ტენდენცია 5.5%-ი, პირველად შეჩერდა 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ.
ამასთანვე 2019 წლის დეკემბერში ავიაგადაზიდვების ზრდამ 4.5%-ი შეადგინა, ხოლო წინა თვეში – 3.3%-ი.
IATA-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა აღნიშნა, რომ 2019 წელს ავიაკომპანიებმა სტაბილური ზრდის შენარჩუნება მოახერხეს, თუმცა სექტორში მრავალი სირთულე აღინიშნებოდა, მათ შორის გლობალური ეკონომიკის სუსტი მაჩვენებლები, დაბალი სავაჭრო აქტიობა და ასევე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დაძაბულობა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საერთაშორისო ავიაგადაზიდვების მოცულობა გაიზარდა 4.1%-ით, ხოლო შიდა – 4.5%-ით.