საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 3.3%-ით შემცირდა, ხოლო ტევადობა 2.1%-ით გაიზარდა

ირკვევა, რომ 2012 წლის შემდეგ, პირველად, 2019 წელს ბაზრის მოცულობა შემცირდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა იყო 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ (როდესაც საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე ვარდნა შეადგენდა 9.7%).

2019 წლის დეკემბერში, ავიაკომპანიების გლობალური სატვირთო ბრუნვა, რომელიც ფაქტობრივი ტონა-კილომეტრით (FTK) იზომება, 2018 წელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა, ხოლო ტევადობა 2.8%-ით გაიზარდა.

წლის შედეგების კომენტირებისას, IATA-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე დე იუნიაკმა განაცხადა, რომ ბაზრის შემცირების მთავარი მიზეზი საერთაშორისო ვაჭრობაში დაძაბულობის მატებაა

ამასთან, წლის ბოლოს მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა ოპტიმიზმის მიზეზები ცოტაა. ახალი სერიოზული საფრთხე – ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსია, უფრო ზუსტად კი საკარანტინო ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ინფექციის გავრცელების შეჩერებას. 

დე ჯუნიაკმა აღიარა, რომ საფრთხეების და შედეგების შეფასება ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა ის, რომ ახალი ინფექციის გამოვლენას მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა საჰაერო სატრანსპორტო ინდუსტრიისთვის, ეჭვს არ იწვევს

ირკვევა, რომ 2019 წელს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი ყველა რეგიონში შემცირდა, გარდა აფრიკისა. საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი ვარდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში (-5,3%). ბაზრის თითქმის ერთნაირი ვარდნა იყო აზია-წყნარი ოკეანის, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონებში – 3,5%. IATA-ს მონაცემებით, 2019 წელს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი ევროპაში მხოლოდ 1.1%-ით შემცირდა

]