2019 წელს ამერიკული კონცერნის Boeing-ის წმინდა ზარალმა 636 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წელს კომპანიამ 10.46 მლრდ დოლარის მოგება მიიღო.
Boeing-ის მონაცემებით, 2019 წელს წმინდა ზარალმა აქციაზე 1.12 დოლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს აქციაზე მოგება 17.85 დოლარი იყო.
რაც შეეხება შემოსავალს, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 76.559 მლრდ დოლარით განისაზღვრა.
2019 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებით კი Boeing-ის ზარალმა 1,01 მლრდ დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ Boeing-ის ფინანსურ მაჩვენებლებზე უმნიშვნელოვანესი გავლენა Boeing 737 MAX-ის გაჩერებამ განაპირობა.
.