კანადამ უკრაინულ ავიაკომპანია FlyUIA-ს ოფიციალურად მიმართა, დააჩქაროს ირანის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა გააკეთა. 

“მე FlyUIA-ს ხელმძღვანელთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი მქონდა, რა დროსაც მას ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდის დაჩქარება ვთხოვე”, – განაცხადა შამპანმა. 

მისი სიტყვებით, კანადისათვის შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ირანს დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდა მოვთხოვოთ. 

შამპანმა დასძინა ისიც, რომ უახლოეს ხანებში იგეგმება კანადელთა ცხედრების რეპატრიაციის პროცესის დასრულება. 

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA-ს თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. Boeing-737 თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 176 ადამიანი, მათ შორის კანადის 63 მოქალაქე. საბოლოოდ ავიაკატასტროფის მიზეზად კი ირანის მიერ სარაკეტო დარტყმა სახელდება. 

FlyUIA თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.