ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია Skytrax-მა 2018 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. Skytrax-მა დასკვნა 20.36 მლნ რესპოდენტის გამოკითხვის შემდეგ დადო.

2018 წლისთვის საუკეთესო ავიაკომპანიად Singapore Airlines-ი დაასახელეს. საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე ადგილზეა Qatar Airways-ი, ხოლო მესამეზე ANA All Nippon Airways.

“ტოპ-10”-ში მოხვდა ყველა ის კომპანია, რომლებიც 2017 წელსაც საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში იყვნენ.

2018 წლის საუკეთესო ათეულში, გასული წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ახალი ავიაკომპანიაა და ეს ავიაკომპანია Thai Airways-ია.

ევროპის მასშტაბით საუკეთესო ავიაკომპანიას Lufthansa აღიარეს. ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიების “შესანიშნავ სამეულშია” ასევე Swiss და Austrian Airlines, რომლებიც თავის მხრივ Lufthansa Group-ში შედიან.

მაშ ასე, Skytrax-ის ვერსიით, 2018 წლისთვის საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-10 ასე გამოიყურება: 

Singapore Airlines;

Qatar Airways;

ANA All Nippon Airways; 

Emirates;

EVA Air;

Cathay Pacific Airways;

Lufthansa;

Hainan Airlines;

Garuda Indonesia; 

Thai Airways;