2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.1 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 4 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მონაცემებს.
2018 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 481.4 ათასით განისაზღვრა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წელს ვიზიტორების 37.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 54.9 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 26.4 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.1 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2018 წელს ვიზიტების უმრავლესობა (51.8 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით:
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 288.8 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (198.9 ათასი ვიზიტი თვეში).
2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 144.8 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 2.5 პროცენტით და 132.3 ლარს უტოლდება.