2018 წელს  საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა.  ზრდა 2017 წელთან შედარებით +9.8%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,756,820 შეადგინა, რაც 687,466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.9%)

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018წელი)

ვიზიტის ტიპი20172018ცვლილებაცვლილ%
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები7,902,5098,679,544777,0359.8%
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები6,482,8307,203,350720,52011.1%
ტურისტული ვიზიტი4,069,3544,756,820687,46616.9%
ერთდღიანი ვიზიტი2,413,4762,446,53033,0541.4%
სხვა (არატურისტული)1,419,6791,476,19456,5154.0%

2018 წელს პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +80%,სლოვაკეთი +62%, რუმინეთი +59%, ნიდერლანდები +56%, გერმანია +50%,  ლატვია +50%, ჩეხეთი +44%, პოლონეთი +37%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +31% იტალია +30% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%,ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და  აშშ +25%.

 ქვეყანა20172018ცვლილებაცვლილება %
1აზერბაიჯანი1,301,5561,424,610123,0549.5%
2რუსეთი1,135,0571,404,757269,70023.8%
3სომხეთი1,287,1681,268,886-18,282-1.4%
4თურქეთი1,007,2761,098,55591,2799.1%
5საქართველო (არარეზიდენტი)456,132476,38920,2574.4%
6ირანი282,549291,0708,5213.0%
7უკრაინა169,862177,0587,1964.2%
8ისრაელი115,040156,92241,88236.4%
9პოლონეთი48,91366,90317,99036.8%
10გერმანია43,09064,48621,39649.7%
11ბელარუსი42,14960,24118,09242.9%
12ყაზახეთი47,24158,95511,71424.8%
13საუდის არაბეთი45,70851,8796,17113.5%
14ინდოეთი42,60550,9108,30519.5%
15აშშ33,56941,8638,29424.7%