IATA-ს შეფასებით 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით, თვითმფრინავის ბორტებზე 6.1 მლნ ტონა ნარჩენი დაგროვდა, მაშინ როდესაც 2017 წლის მაჩვენებელი 5.7 მლნ ტონა იყო.

პლანეტაზე სამგზავრო ტრაფიკის ზრდასთან ერთად კი სამომავლოდ, ლაინერის ნარჩენების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმის გამო, რომ დაბალბიუჯეტანი ავიაგადამზიდავების რაოდენობა იზრდება და ტურიზმი ვითარდება, ეს ციფრი შეიძლება მომდევნო ათწლეულში გაორმაგდეს კიდეც. 

IATA- ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარჩენების 23%-ზე მეტ მოცულობას შეადგენს ხელუხლებელი საკვები და სასმელები, რაც ქეიტერინგის ბაზრისთვის თითქმის 15 მლნ დოლარი ზარალია.

გარდა ამისა, ყოველწლიურად დაახლოებით 1,3 მილიარდი ტონა საკვები უბრალოდ იყრება, რაც ბორტზე მიწოდებული საკვების მესამედია.

ანგარიშის თანახმად, გაზეთები, ქაღალდი და პლასტმასის კონტეინერი თასები და დანა-ჩანგალის ნარჩენები, რაც მთლიანი ნარჩენს 17%-ია.

გარდა ამისა მგზავრები თვითმფრინავის ბორტზე ტოვებენ ერთჯერად კისრის ბალიშებს, ყურსასმენებს, ტულეტის კომპლექტს და ასე შემდეგ.

IATA აღნიშნავს იმასაც, რომ ხშირად ნარჩენის გადაყრა მარტივი არაა. რადგანაც ბევრ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის გამო, გარკვეული პროცედურების დაცვით ის ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში იგზავნება.